ევროპა ლიგის პლეი-ოფმა სტარტი აიღო, რომელშიც გუნდები მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვიან.
მთავარი დუელი კი ცხადია „კამპ ნოუზე“ შედგა, სადაც „ბარსელონამ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა. ტურნირის ორი უმთავრესი ფავორიტის გზა პირველივე სტადიაზე გადაიკვეთა და ერთ-ერთი ტურნირს დაემშვიდობება. ყველაფერი „ოლდ ტრაფორდზე“ ერთ კვირაში გადაწყდება.
მანამდე კატალონური შეხვედრა დიდებული გამოდგა, ისეთი, როგორც ამ გრანდებს შეეფერებათ. უგოლო პირველი ტაიმი იყო, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტით. სამაგიეროდ, მეორე ტაიმს უკვე აღარც გოლები აკლდა. საწყის 15 წუთში სამჯერ შეირხა კარის ბადე. ჯერ ანგარიში მარკოს ალონსომ გახსნა, რასაც მარკუს რაშფორდის ბენეფისი მოჰყვა: ინგლისელმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე კი ჟულ კუნდეს ავტოგოლში უდიდესი წვლილი შეიტანა. „ბარსელონა“ აგებდა, მაგრამ რაფინიას გოლით მარცხს გადაურჩა. ბოლოსკენ ჩავის გუნდს მოსაგებად საკმარისი მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა და ფრე 2:2.
ევროპა ლიგის პლეი-ოფში კიდევ სამი მატჩი გაიმართა. დონეცკის „შახტარმა“ ფრანგული „რენი“ 2:1 დაამარცხა. უკრაინულ გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილს არ უთამაშია, რომელიც ევროპა ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს, „ზალცბურგმა“ „რომას“ აჯობა (1:0), ხოლო „აიაქსისა“ და ბერლინის „უნიონის“ თამაში უგოლოდ დასრულდა.
გარდა ამისა, პლეი-ოფის ოთხი მატჩი კონფერენს ლიგაზეც გაიმართა. აზერბაიჯანულმა „ყარაბაღმა“ „გენტი“ 1:0 დაამარცხა და 90 წუთი მათ კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავდა, რომელმაც კარი მშრალად შეინახა. ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი“ სტუმრად ნორვეგიულ „ბოდო გლიმტს“ უგოლოდ დაუზავდა. კვეკვესკირმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, წიტაიშვილი კი სათადარიგო სკამზე დარჩა. ამავე ტურნირზე „ტრაბზონსპორმა“ შინ „ბაზელს“ 1:0 აჯობა, ხოლო ფლორენციის „ფიორენტინამ“ სტუმრად „ბრაგა“ 4:0 გაანადგურა და მომდევნო ეტაპის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა.
„ბარსელონა“ – „მანჩესტერი“ 2:2 (0:0)
გოლები: 1:0 ალონსო (50), 1:1 რაშფორდი (53), 1:2 კუნდე (59, ა.გ), 2:2 რაფინია (76)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარი თამაში იყო,ყოველშემთხვევაში ლიგაზე რაც ჩატარდა იმათ ნაღდად ჯობდა ყველას)))ისიც ეტყობოდა რომ პოჩეტინო არ იყო მწვრთნელი)))წესით მანჩესტერი უნდა გავიდეს,რადგან შემდეგ თამაშში ბარსას დააკლდება ბუსკეცი გავი პედრი(ანუ ფაქტიურად მთელი ცენტრი) და ასევე დემბელეც რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო ბოლოდროს.მაგრამ რა ვიცი ვნახოთ,აქვს მაინც ბარსას იმის რესურსი რომ მანჩესტერშიც დადოს შედეგი.მანჩესტერის კარში არდადებულ პენალტზე და ზოგადად მსაჯებზე საუბარს არ დავიწყებ,ორივე მხარეს იყო შეცდომები და მაგიტომ
რა უნდოდა გოჩოლეიშვილს შახტარში ? ეგეთი დამპალი გუნდი არ მეგულება ჩვენს მიმართებაში .
ისე რაშფორდი ტენჰააგის ხელში მაგრად ათამაშდა
უფრო ამხანაგურ თამაშს გავდა