ფეხბურთი

20:05 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა ჯუღელის და ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ ნეაპოლურ გამოცემასთან (VIDEO)

ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და აგენტმა მამუკა ჯუღელმა ნეაპოლურ გამოცემა Calcionapoli24-ს ინტერვიუ მისცეს, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრეს, უმეტესწილად - ჯუღელმა.

ინტერვიუში საუბარია კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერზე, ქართველი ფეხბურთელის ამჟამინდელ და მომავალ გეგმებზე, დაინტერესებულ კლუბებსა და "აძურისთან" კონტრაქტის შესაძლო განახლებაზე. ჯუღელი იხსენებს, რომ ხვიჩათი პირველი ევროპული კლუბები, რომლებიც დაინტერესდნენ, "ნაპოლი" და "იუვენტუსი" იყვნენ. ისიც თქვა, რომ ჯერჯერობით, კონტრაქტის განახლებაზე საუბარი არ ყოფილა, 77 ნომრის აღება კი, თვითონ ურჩია.

კვარას აგენტის განცხადებით, ზაფხულში, როდესაც ხვიჩას იტალიაში ტრანსფერი გადაწყდა, დარწმუნებული იყო, რომ "ნაპოლი" ჩემპიონი გახდება. კითხვაზე, რა ღირს ამჟამად 22 წლის ქართველი, უპასუხა, რომ მისთვის შეუფასებელია და არანაირ ფასად არ გაყიდის. ჯუღელმა ისიც თქვა, რომ "ნაპოლიზე" არჩევანი ლუჩანო სპალეტის ფაქტორის გამო გადაწყვიტეს.

ინტერვიუში ჯუღელი და კვარაცხელია ქართულ ენაზე საუბრობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121261