ფეხბურთი

19:31 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სასუოლოს" მწვრთნელი: "კვარაცხელიას შანსები ექნება, მაგრამ უნდა შევზღუდოთ"

„სასუოლოს“ მთავარმა მწვრთნელმა ალესიო დიონიზიმ „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა, ქართველის წინააღმდეგ ორმაგი მეურვეობით თამაშს.

„ორი-სამკაციანი ნახევარმცველით ვითამაშებთ, გააჩნია სიტუაციებს. კვარას ექნება შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ უნდა შევზღუდოთ ან არ დავუშვათ სიტუაციები, როცა ისინი ჩვენს წინააღმდეგ ორი-ერთზე იქნებიან. მიზანია, რომ რიცხობრივი უპირატესობა არ მივცეთ და ზოგჯერ ჩვენს ნახევარმცველს მცველიც შეუერთდება და მაშინ ძალიან გაუჭირდებათ, ჩვენს საჯარიმოში რიცხობრივი უპირატესობის მოპოვება. ძნელია ყოველთვის კარგად განლაგებული იყო ყველა სიტუაციაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ენერგიულად ვითამაშებთ“, - თქვა დიონიზიმ.

შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „ნაპოლის“ მატჩი 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.111399