ფეხბურთი

18:28 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფედელე: "სპალეტიმ სეზონის ბოლოს "ნაპოლი" უნდა დატოვოს, თორემ პიოლის ბედს გაიზიარებს"

„პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორი და ფაბიო კანავაროს აგენტი, ენრიკო ფედელე ლუჩანო სპალეტის ურჩევს, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ „ნაპოლი“ დატოვოს.

როგორც მან აღნიშნა, თუ სპალეტი ჩემპიონობის შემდეგ არ წავა, „მილანის“ მწვრთნელის, სტეფანო პიოლის ბედს გაიზიარებს.

„სკუდეტო „ნაპოლიმ“ უკვე მოიგო, ჩემპიონატს აზრი აღარ აქვს. ჩემპიონთა ლიგის მოგება „ნაპოლის“ არ შეუძლია, მაგრამ ყველა ფეხბურთელი მშიერია და რაღაცის მოგება სურთ. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ სპალეტი ჩემპიონობის შემდეგ „ნაპოლიდან“ წავა. თუ სურს რჩევის მიღება, ვეტყვი, რომ „ნაპოლი“ უნდა დატოვოს. მინდა, რომ ისტორიაში დარჩეს, როგორც ტიტულის მომპოვებელი მწვრთნელი. ციკლი ერთი მწვრთნელით არ იწყება. შეხედეთ „მილანს“: კლუბმა უარი თქვა დონარუმაზე, მოახდინა რეინვესტირება და სტეფანო პიოლიმ პიკს მიაღწა, მაგრამ შემდეგ ჩავარდნა იყო. სპალეტის საქმე რომ არ შეელახოს, კარგი იქნება, თუ წავა. მომდევნო სეზონში „ნაპოლის“ ჩავარდნა რომ დაეწყოს, ყველაფერს სპალეტის დააბრალებენ“, - თქვა ფედელემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 ტურის შემდეგ 59 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. „აძური“ 17 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.

0.119812