იტალიელმა ჟურნალისტმა ბრუნო ლონგიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ამ ტრანსფერისთვის აპლოდისმენტებს იმსახურებს.
ლონგიმ ის მიზეზიც დაასახელა, რის გამოც ხვიჩა თავის დროზე „მილანმა“ არ შეიძინა.
„ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი წარმოუდგენელი იყო. შესაძლოა, ცოტა გადაჭარბებული იყოს, თუ მას საუკუნის გადატრიალებას ვუწოდებთ, მაგრამ ასეთი ფეხბურთელის სანაცვლოდ სულ რაღაც 10 მილიონის გადახდა, მართლაც გამორჩეული გარიგებაა. ყველანი ფეხზე უნდა წამოდგეთ და გულწრფელი ტაში დავუკრათ კრისტიანო ჯუნტოლის. „რეალია“ დაინტერესებული? თან მჯერა და თან - არა. ფეხბურთელი ამას იმსახურებს, მაგრამ არ ვიცი, ესპანელებს სჭირდებათ თუ არა მსგავსი სტილის ფეხბურთელი ამ პოზიციაზე. „მილანმა“ თავის დროზე იმიტომ არ იყიდა, რომ ლეაო ჰყავდა“, - თქვა ლონგიმ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.