ფეხბურთი

16:20 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: დე ლაურენტისის გეგმა კვარაცხელიას შესანარჩუნებლად, ჯუნტოლი უკვე მუშაობს

ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ წერს, იმის საპასუხოდ, რომ ესპანეთში მადრიდის „რეალის“ მხრიდან ინტერესის შესახებ გავრცელდა.

როგორც ავტორიტეტული გაზეთი იტყობინება, „ნაპოლი“ მშვიდადაა და ხვიჩას დამდეგ ზაფხულს დაკარგვის შიში არ აქვს. აურელიო დე ლაურენტისს ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება გადაწყვეტილი აქვს და სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს რამდენჯერმე შეხვდა და ზაფხულში კონტრაქტი პირობების გაუმჯობესების პირობა მისცა.

საუბარია ხელშეკრულების 2028 წლამდე განახლებისა და ხელფასის გაორმაგების, 1.2 მილიონი ევროდან 2.4 მილიონ ევრომდე გაზრდით. ასე რომ, ნეაპოლში „რეალზე“ გავრცელებული ხმები განგაშის საფუძველს არ იწვევს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.114743