კალათბურთი

13:42 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილი NBA G ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშებს

„ვისკონსინ ჰერდის“ ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA G ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშებს.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ეს არის ნიჭიერი კალათბურთელების ALL Star-ი და მამუკელაშვილი პირველი ქართველია, რომელიც მასში მონაწილეობას მიიღებს. ის ლუკა გარსიას გუნდში ჩარლზ ბეისის ნაცვლად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილს „ვისკონსინ ჰერდში“ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად „მილუოკი ბაქსი“ ანათხოვრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116134