ფეხბურთი

11:23 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„სალერნიტანამ“ მთავარ მწვრთნელად პაულო სოუზა დანიშნა

იტალიური სერია A-ს „სალერნიტანამ,“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ დაწერა. მათ ამიერიდან პოლონეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, 52 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი, პაულო სოუზა გაწვრთნის..

„სალერნიტანა" იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გადარჩენისთვის იბრძვის, ცხრილში მე16 ადგილზე იმყოფება. 16 იანვარს იტალიურმა კლუბმა დავიდე ნიკოლა დაითხოვა, რომელიც გუნდს 2022 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. შარშან მან სალერნოს გუნდი სერია B-ში დაქვეითებისგან გადაარჩინა.

მაგრამ ორი დღის შემდეგ, შესაფერისი კანდიდატის არარსებობის გამო, დავიდე კლუბში დააბრუნეს. რამდენიმე კვირის თავზე, კლუბმა მაინც გადაწყვიტა ამ თანამდებობაზე ახალი სპეციალისტი მოეძებნა. სოუზასთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა, თუმცა თუ კლუბი სერია A-ში დარჩა, ხელშეკრულება ავტომატურად კიდევ ორი ​​წლით გაგრძელდება.

პაულო სოუზა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში „ინტერში,“ „იუვენტუსსა“და დორტმუნდის „ბორუსიაში“თამაშობდა. პორტუგალიის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე გამორჩეული „ფიორენტინში“, „ბორდოსა“ და პოლონეთის ნაკრები გახლდათ. სოუზას ბოლო სამუშაო ადგილი ბრაზილიური „ფლამენგო“ იყო, საიდანაც 2022 წლის ზაფხულში გაათავისუფლეს.

0.113002