ფეხბურთი

10:52 | 16.02.2023 | ნანახია NaN - ჯერ

არტეტა: „მაინც მგონია, ჩემპიონობის მოპოვების მეტი შანსი ჩვენ გვაქვს“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურის გადადებულ მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხების შესახებ ისაუბრა. შეხვედრა ლონდონში, „ემირეითსზე“ გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

„მარცხით იმედგაცრუებულნი ვართ. წარმოუდგენელი ბრძოლა გახლდათ ორ გუნდს შორის. სამი კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ამიტომ მეტი მუშაობაა საჭირო. მეორე ტაიმში „მანჩესტერ სიტისთან“ განსხვავება ვერ დავინახე. ზოგიერთ სიტუაციაში პრესინგს ვუმკლავდებოდოთ, მაგრამ შემდეგ აღარ ვიცოდით როგორ შეგვეტია. შედეგად დაგვსაჯეს. მაინც მგონია, რომ ტიტულის მოგების მეტი შანსი ჩვენ გვაქვს. ვხედავ გუნდს, რომელიც „სიტისთან“ თანაბრად თამაშობს. სამ დღეში კიდევ ერთი მატჩი გვექნება. მჯერა ჩემი ფეხბურთელების“, - ციტირებს არტეტას სიტყვებს BBC.

ამ მატჩის შემდეგ „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალს“ გადაუსწრო და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში გალიდერდა. გუნდებს თანაბარი ქულები აქვთ (51-51), მაგრამ ლონდონელებმა ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:51 | 30.08.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ძალიან მაგარ ფეხბურთელად ყალიბდება და ჩვენთვის ზუსტადაც აუცილებელია ასეთი მოთამაშე

17:36 | 30.08.2021
დიდგორელი (329)

საბა მხეცია!

ფეხბურთის სასწავლო ლიტერატურაში უნდა გქონდეს ეს კადრი.
მე მგონი "დარტყმა ტერფით" არა?!
თუ არსებობს უფრო კაი სახელი...

18:50 | 30.08.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ტერფით ათასნაირად შეიძლება დაარტყა და არა მაინცდამაინც ისე როგორც ლობჟანიძემ დაარტყა : ))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064594