ფეხბურთი

20:10 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრებს დროებითი მწვრთნელი დაუნიშნეს

ბრაზილიის ნაკრებს დროებითი მწვრთნელი დაუნიშნეს. როგორც ადგილობრივი ფეხბურთის კონფედერაცია იტყობინება, „სელესაოს“ რამონ მენეზეში გაწვრთნის.

ის ბრაზილიის ნაკრებს 25 მარტს, მაროკოს ნაკრებთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში უხელმძღვანელებს. რასაკვირველია, ეს დროებითი არჩევანია და ბრაზილიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება.

რამონს მენეზეშს სამშობლოში არაერთ გუნდში აქვს ნამუშევარი, ამჟამად კი ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. აქვე გეტყვით, რომ 2001 წელს მან ბრაზილიის ნაკრებში 6-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ ტიტემ დატოვა. ყველაზე აქტიურად „სელესაოს“ კარლო ანჩელოტის უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109374