ფეხბურთი

18:23 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია, ოსიმენი, ელმასი და ჟელინსკი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ელიფ ელმასი შესანიშნავი ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც მისი თანაგუნდელები, ხვიჩა კვარაცხელია, პიოტრ ჟელინსკი და ვიქტორ ოსიმენი შეუერთდნენ.

ხსენებული ფეხბურთელები თავიანთ მაისურებს, რომელსაც „ნაპოლის“ ფეხბურთელების ავტოგრაფები ამშვენებს, აუქციონზე გაყიდიან. შემოსული თანხა კი მთლიანად გადაეცემა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთისა და სირიის მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობა 40 000-ს გადასცდა და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

0.113106