ფეხბურთი

16:26 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს არცერთი გუნდი იმსახურებდა“

ხვალ კატალონიის „ბარსელონა“ ევროპის ლიგის შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ „ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ და გუნდის შემტევმა, რაფინიამ პრესკონფერენცია გამართეს:



რაფინია: „რთულ, მაგრამ ერთ-ერთ საუკეთესო მატჩს ველოდები. ძლიერი გუნდია, თუმცა ვიცით რაც უნდა ვქნათ. ეს ჩემი პირველი სეზონია ამ გუნდში და ადაპტაცია მჭირდება. დრო მჭირდება და მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია იმ ხალხისთვის, ვინც დამეხმარა.“

„ლოგიკურია, რომ ანსუ ფატი დამწუხრებულია, რადგან მას ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ მას მეტი თავდაჯერებულობა შევმატოთ. ყოველთვის დგება დრო, როდესაც დიდი გუნდები კარგად ვერ თამაშობენ. ბოლო წლებში „ბარსა“ სწორედ ასეთ პერიოდს გადის, ისევე როგორც „მანჩესტერ იუნაიტედი.“ ასეთ დროს უბრალოდ მომდევნო გვერდზე უნდა გადაშალო.“

ჩავი: „გულშემატკივრებისთვის დიდებული მატჩი იქნება. ორივე გუნდი საუკეთესო ფორმაშია. ტენ ჰააგმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სახე მთლიანად შეცვალა. მათ კარგად შეუძლიათ ჩვენ წინააღმდეგობა გაგვიწიონ.“

„არცერთ გუნდს არ დაუმსახურებია ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, ასე რომ უსამართლობა იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გუნდები ვართ.“

„ჩემი აზრით, მატჩის ბედი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება. ხვალ ძალიან თანაბარი თამაში უნდა იყოს და მცირეა იმის შანსი, რომ რაიმე გადაწყდეს.“

„არ მგონია, რომ ჩვენ ტურნირის მოგების ფავორიტები ვართ. აქ ძალიან ბევრი კონკურენტუნარიანი გუნდი მონაწილეობს და რაიმეს მიღწევა ძალიან რთული იქნება.“

„რაც შეეხება დე იონგის მიმართ „იუნაიტედის ინტერესს,“ მან გარკვევით მითხრა, რომ გუნდში დარჩენა სურდა. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც მისი შედეგებით, ასევე ლიდერობით.“

„ჩვენ ვეღარ დავუშვებთ იმ შეცდომებს, რაც „აინტრახტთან“ მატჩში დავუშვით გასულ წელს. შეცდომებისგან უნდა ისწავლო ყველაფერი და იმედი მაქვს, იგივე აღარ გამეორდება.“

„მე ვფიქრობ ორმატჩიანი დაპირისპირების ახალი ფორმატი უფრო მისაღებია. ფრის შემთხვევაში დამატებით დროში გადადიხარ, მეტს თამაშობ და იქ უნდა დაამტკიცო, რომ შენს მეტოქეზე ძლიერი ხარ.“

„ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა ხვალ, 16 თებერვალს, 21:45 საათზე გაიმართება.

0.12337