„პარი სენ-ჟერმენის“ ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა „ბაიერნთან“ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და ერთ-ერთ ფოტოგრაფს ხელი ჰკრა.
ვიდეოში ჩანს, რომ ესპანელ ფეხბურთელს ერთ-ერთი ფოტოგრაფი შემთხვევით შეეჯახა, რამაც ის გააღიზიანა და მასთან საუბარი დაიწყო. ამასობაში, რამოსს მეორე ფოტოგრაფიც დაეჯახა, რა დროსაც მან კონტროლი დაკარგა და მედიის წარმომადგენელს ხელი ჰკრა.
რამოსი შესაძლებელია, რომ მატჩის შედეგით ყოფილიყო უკმაყოფილი, რადგან მისმა „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ მოედანზე „ბაიერნთან“ 0:1 წააგო.
რამოსს მიუნხენურ კლუბთან მომდევნო დაპირისპირება უკვე 8 მარტს, განმეორებითი მატჩის დროს მოუწევს.