ფეხბურთი

10:36 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

FIFA-მ დაადასტურა: 2026 წლის მუნდიალის მასპინძლები ტურნირზე ავტომატურად მოხვდებიან

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, ტურნირის მასპინძელი ქვეყნები საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე, ავტომატურად მოხვდებიან.



უკვე გადაწყვეტილია, რომ 2026 წლის მუნდიალს აშშ, კანადა და მექსიკა ერთობლივად უმასპინძლებენ. 1938 წლიდან მოყოლებული, მასპინძელი ქვეყნები ყოველთვის ავტომატურად ხვდებოდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ერთზე მეტმა ქვეყანამ უმასპინძლა მუნდიალს, იყო 2002 წელი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ჩატარდა. ვინაიდან, 2026 წლის ტურნირს ერთბაშად სამი სახელმწიფო ერთად მასპინძლობს, ივარაუდებოდა, რომ FIFA არ მისცემდა გუნდებს საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე მონაწილეობის უფლებას, თუმცა ეს საკითხი უკვე ოფიციალურად გაირკვა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კანადისთვის ეს პირველი მასპინძლის სტატუსი იქნება, მექსიკას 1970 და 1986, აშშ-ს კი 1994 წელს კი უმასპინძლიათ ამ უდიდესი ღონისძიებისთვის. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 3 ქვეყნის 16 ქალაქში (11 აშშ, 3 მექსიკა, 2 კანადა) გაიმართება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 2030 წლის მასპინძელი ქვეყანა მომდევნო წლის მესამე მეოთხედში, 200 წევრი ფედერაციის მიერ იქნება არჩეული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114921