ფეხბურთი

3:22 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნაგელსმანი: "პსჟ-ს ასეთი პასიურობა გამიკვირდა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ჯერ არ გავსულვართ"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტი მეტოქის პასიურობით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაკვირვებული იყო.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ საწყისი 25 წუთი და კონტროლი დავაწესეთ. ცოტა გამიკვირდა, რომ პსჟ-მ ბურთი ასე დაგვითმო და ასეთი პასიური იყო. შედეგი ცუდი არ არის. ძალიან ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ ზოგადად, არაფერს რომ არ ნიშნავდეს, პირველი მატჩის თამაში არ დაგვჭირდებოდა. ასე რომ, გარკვეული მნიშვნელობა ამ მოგებას აქვს და ნამდვილად პსჟ-ზე უკეთეს ვითარებაში ვართ. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ უკვე მომდევნო ეტაპზე გავედით“, - თქვა ნაგელსმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 8 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116546