ფეხბურთი

2:10 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" პარიზში მოიგო, "მილანი" პლეი-ოფს შესანიშნავად დაუბრუნდა

ჩემპიონთა ლიგა 3-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა და მერვედფინალურ ეტაპზე ორი მატჩი გაიმართა. დღის და შესაძლოა, სტადიის ცენტრალური დაპირისპირება პარიზში შედგა, სადაც „პარი სენ ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა. კილიან მბაპემ გამოჯანმრთელება მოასწრო, თუმცა ძირითად შემადგენლობაში არ იყო და მხოლოდ მეორე ნახევარში ჩაერთო შეხვედრაში.

„ბაიერნმა“ თამაშის უმეტესი ნაწილი გაცილებით უკეთ დაიწყო და კარგა ხნის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა. პსჟ შეტევაში ძალიან ინერტული გახლდათ, კარშიც დიდი ხანი ვერ დაარტყა. ამდენად, ლოგიკური იყო, რომ მეორე ტაიმის სტარტზე „რეკორდმაისტერი“ დაწინაურდა: კინგსლი კომანმა გაიტანა, რომელიც პსჟ-ს აღზრდილია. როგორც გაირკვა, ფრანგმა გამარჯვების გოლი გაიტანა, რადგან პარიზელებმა ვერაფერი შეცვალეს და მარცხი განიცადეს. ბოლოსკენ მბაპემ კი გაიტანა, მაგრამ გოლი გაუქმდა.

შედეგად, „ბაიერნი“ მიუნხენში, სამ კვირაში გასამართ საპასუხო შეხვედრას უპირატესობით ხვდება. „პარი სენ ჟერმენი“ იდეალური ფორმისგან ძალიან შორსაა და ეს ბოლო 6 დღეში მესამე მარცხი იყო! „ბაიერნამდე“ კრისტოფ გალტიეს გუნდმა „მონაკოსა“ და „მარსელთან“ წააგო. შესაძლოა, ეს ყველაფერი მათთვის შემაშფოთებელიც იყოს.

პარალელურად, „მილანმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა. „სან სიროზეც“ ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეშვიდე წუთზე გავიდა. ტეო ერნანდესის შესანიშნავი თამაში ბრაჰიმ დიასმა დააფასა და ლონდონელთა კარი დალაშქრა. „მილანს“ მატჩის ბოლოს შეეძლო მეორე გოლის გატანა, მაგრამ ინგლისელები ორჯერ გადარჩნენ. „ტოტენჰემმა“ იტალიის ჩემპიონს ვერაფერი დაუპირისპირა და დამსახურებულად წააგო, რადგან ანტონიო კონტეს აშკარა საგოლე მომენტი ნამდვილად არ შეუქმნია.

აღსანიშნავია, რომ „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2014 წლის შემდეგ პირველად ითამაშა და პირველი გოლიც გაიტანა. 2013 წლის თებერვლის მერე კი ასევე პლეი-ოფის სტადიაზე პირველი თამაში მოიგო!

„ტოტენჰემი“ – „მილანისა“ და „ბაიერნი“ – „პარი სენ ჟერმენის“ საპასუხო მატჩები 8 მარტს გაიმართება.

„მილანი“ – „ტოტენჰემი“ 1:0 (1:0)

მილანი, „სან სირო“

მილანი (3-4-2-1): ტატარუშანუ; კალულუ, კიაერი, ტიაო; სელმაკერსი (მესიასი 77), კრუნიჩი, ტონალი (86. პობეგა), ტეო ერნანდესი; დიასი (დე კეტელარე 77), ლეაო (რებიჩი 90); ჟირუ

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

ტოტენჰემი (3-4-2-1): ფორსტერი; რომერო, დაიერი, ლენგლე (დევისი 81); ემერსონი, სკიპი, სარი, პერიშიჩი; კულუშევსკი (რიშარლისონი 70), სონი (დანჯუმა 81); კეინი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლი: 1:0 დიასი (7)

გაფრთხილება: ტონალი (80), ტეო ერნანდესი (90) - რომერო (48), დაიერი (63)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 11 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: სანდრო შარერი (შვეიცარია)

„პარი სენ ჟერმენი“ – „ბაიერნი“ 0:1 (0:0)

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

„პარი სენ ჟერმენი“ (4-4-2): დონარუმა; ჰაკიმი (კიმპემბე 46), სერხიო რამოსი, მარკინიოსი, მენდეში; ზაირი-ემერი (ფაბიან რუისი 57), დანილო (ვიტინია 75), ვერატი, სოლერი (მბაპე 57); მესი, ნეიმარი

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე

„ბაიერნი“ (3-4-2-1): ზომერი; პავარი, დე ლიხტი, უპამეკანო; ზანე (სტანიშიჩი 90), კიმიხი, გორეცკა, კანსელუ (დევისი 46); მუსიალა (გრავენბერხი 87), კომანი (გნაბრი 76); ჩუპო-მოტინგი (მიულერი 76)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლი: 0:1 კომანი (53)

გაფრთხილება: კიმპემბე (70), ნეიმარი (86) - პავარი (26, 90)

გაძევება: პავარი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 15 (6) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 5:5

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

0.115971