ფეხბურთი

1:36 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ცრვენა ზვეზდა" გიორგი მიქაუტაძით დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ დაუკავშირეს. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.

დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ „ცრვენა ზვეზდა“ მომდევნო სეზონში მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ისახავს, რისთვის შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება. სერბეთის ჩემპიონის ერთ-ერთი სამიზნე კი როგორც ჩანს, 22 წლის ქართველი ფეხბურთელია.

მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ბუნებრივია, მას კომპენსაციის გარეშე არ შეელევა. გიორგის იტალიურ კლუბებს, „ჯენოასა“ და „უდინეზესაც“ უკავშირებენ. აქვე გეტყვით, რომ „ცრვენა ზვეზდაში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვი თამაშობს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

0.115672