ავტოსპორტი

1:05 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ მარტინმა“ ძლიერ შეცვლილი AMR23 წარმოგვიდგინა

თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი „ასტონ მარტინმაც“ წარმოადგინა. ცერემონია გუნდის სილვერსტოუნს ბაზაზე გაიმართა. ახალი AMR23 არის ბოლო სარბოლო ავტომობილი, რომელიც გუნდმა ძველ ბაზაზე შექმნა. „ასტონ მარტინი“ თავისი გუნდისთვის ახალ ტექნიკურ ცენტრს სილვერსტოუნთანვე აშენებს, რომელიც მწყობრში წელს უნდა ჩადგეს.

რაც მთავარია, „ასტონ მარტინი“ იქადნის, რომ ამ ავტომობილით გამარჯვებებისთვის ბრძოლას დაიწყებს, რაც შემდგომში, ტიტულისთვის ბრძოლაშიც უნდა გადაიზარდოს. გუნდის ახალ პილოტს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს იმედი აქვს, რომ ამ ბრძოლაში თავადაც ჩაებმება.

„დღეს ჩვენ რეალური ავტომობილი ვიხილეთ და არა გარეგნობის საჩვენებელი მულიაჟი. ფანები ხშირად გაწბილებულები რჩებიან, როდსაც პრეზენტაციაზე საჩვენებელ ავტომობილს წარადგენენ ხოლმე, განსხვავებული სტიკერებით“, - ამბობს ალონსო, ვინც ინგლისურ გუნდში ფრანგული „ალპინიდან“ გადავიდა.

კომპანიის და გუნდის მფლობელი ლოურენს სტროლი ამბობს, რომ ახალი ავტომობილი „ასტონ მარტინის“ ამბიციების დასაკმაყოფილებლად კარგი იარაღია და ამას ახალი სეზონი აჩვენებს. რაც მთავარია, ის თითქმის სრულად განახლდა და ინჟინრების ვარაუდით, ყველა პრობლემა უკან დატოვა. სტროლი დასძენს, რომ ამ სეზონში „ასტონ მარტინი“ ახალ სტარტს სიღებს. და ეს გამარჯვებბის დასაწყისი იქნება.

0.133695