ფეხბურთი

0:50 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ატსუს აგენტი: "ცხრა დღე გავიდა და კრისტიანი ვერ ვიპოვეთ, მხოლოდ ფეხსაცმელები ვნახეთ"

თურქული „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი კრისტიან ატსუ ჯერ კიდევ ვერ იპოვეს. ამის შესახებ განელის აგენტმა ნანა სეჩერემ ისაუბრა და კლუბს დახმარებისთვის მიმართა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელის ფეხსაცმელები ნახეს, მაგრამ ატსუს ჯერ ვერ მიაკვლიეს.

"ცხრა დღე გავიდა მიწისძვრიდან და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ კრისტიანი. მის ოჯახთან ერთად მიწისძვრის ადგილზე ვარ, ჰატაიში. სცენები წარმოუდგენელია და ყველა დაზარალებულის გამო გული გატეხილი გვაქვს. ჩვენ შევძელით კრისტიან ატსუს ოთახის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა და ვიპოვეთ მისი ორი წყვილი ფეხსაცმელი. გუშინ ჩვენ მივიღეთ დადასტურება, რომ თერმული გამოსახულება აჩვენებდა ხუთამდე სიცოცხლის ნიშანს, თუმცა, მეუბნებიან, რომ სიცოცხლის ერთადერთი რეალური დადასტურება არის მხედველობა, სუნით და ხმით სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ კრისტიანის ადგილის დადგენა.

რთული ვითარებაა და ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ ყველა თურქული და უცხოელი სამაშველო ჯგუფის, ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მათი ძალისხმევისა და რეაგირებისთვის. თუმცა, სასწრაფოდ გვჭირდება მეტი რესურსი, მათ შორის თარჯიმანი ადგილზე. მოვლენები წარმოუდგენლად ნელა მიდის და ამის შედეგად, ბევრის გადარჩენის პროცესი ჭიანურდება და ბევრი ადამიანის სიცოცხლეს ვკარგავთ რესურსების ნაკლებობის გამო. სამწუხაროა, რომ კლუბი ჩვენთან ერთად არ არის ადგილზე, კრისტიანის ძიებაში. მათი პოზიცია და გავლენა ძალიან სასარგებლო იქნებოდა. ვთხოვთ კლუბის პრეზიდენტს და ჰატაის მერს, ლუტფუ სავასს, უზრუნველყონ დამატებითი რესურსები, რათა დააჩქარონ სამაშველო სამუშაოები“, - თქვა სეჩერემ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი გარდაიცვალა. საბა ლობჟანიძის „ჰატაისპორი“ კი თურქეთის ჩემპიონატს მიმდინარე სეზონში ჩაეხსნა.

0.115065