ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა სანდრო მაცოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს წყვილი ძალიან მოსწონს და ამის მიზეზებიც დაასახელა.
„კვარაცხელია და ოსიმენი ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დუეტია. ძალიან მომწონს ისინი სათამაშო ჰარმონიით, თუ როგორ უტევენ სივრცეებსა და სიღრმეებში და როგორ ასრულებენ დიდ გუნდურ სამუშაოს“, - თქვა მაცოლამ.
შეგახსენებთ, რომ სანდრო მაცოლა 70-იანი წლებში იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო. ის მილანის „ინტერის“ ლეგენდაა. ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა მხოლოდ სერია A-ში ერთად 38 გოლში მიიღეს მონაწილეობა: ქართველის აქტივში 9 გოლი და 9 საგოლე პასია, ნიგერიელის - 17 გოლი და 3 საგოლე პასი.