ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე დე როსი „სპალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
წარუმატებელი შედეგების გამო 39 წლის სპეციალისტმა სამსახური დაკარგა, რომელიც მის სამწვრთნელო კარიერაში პირველი იყო. დე როსი „სპალს“, რომელიც სერია B-ში გასავარდნ ზონაში ოქტომბრიდან ავარჯიშებდა.
აქვე გეტყვით, რომ „სპალში“ დე როსი მასიმო ოდომ შეცვალა, რომელიც იტალიის ნაკრებში მისი თანაგუნდელი იყო.