ფეხბურთი

16:50 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" მწვრთნელად რუბენ ბარახა დაინიშნა

გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში „ვალენსიაში“ მესამე მწვრთნელი ჰყავს - რუბენ ბარახა. „ღამურების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბარახა მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 47 წლის სპეციალისტთან ერთად სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს „ვალენსიას“ კიდევ ერთი ლეგენდა კარლოს მარჩენა.

რუბენ ბარახა ბოლოს 2020 წელს, „სარაგოსას“ მწვრთნელად მუშაობდა, მანამდე კი „ვალენსიას“ ახალგაზრდულ გუნდს, „ვალენსია B“-ს, „ელჩეს“, „რაიო ვალეკანოს“, ხიხონის „სპორტინგსა“ და „ტენერიფეს“ წვრთნიდა.

რუბენ ბარახა „ვალენსიაში“ 2000-2010 წლებში თამაშობდა და 364 მატჩში 57 გოლი გაიტანა. მან ვორო გონსალესი შეცვალა, რომელმაც „ლოს ჩეს“ მხოლოდ სამ მატჩში უხელმძღვანელა და ვალენსიელებმა სამივე მატჩში მარცხი განიცადეს. მანამდე ვორომ ჯენარო გატუზო შეცვალა.

„ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 21 ტურის შემდეგ 20 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა. ბარახას დებიუტი კი 20 თებერვალს, „ხეტაფესთან“ შედგება, რომელსაც „ღამურები“ ერთი ქულით უსწრებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134066