ესპანური ლებ-პლატას ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციის მე-19 ტურში, ვილი ისიანის „მოლემ“ „ოსპიტალეტს“ უმასპიმძლა და დამატებით დროში 96:85 დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა: პარკეტზე 46 წუთს დაჰყო და ყველაზე მეტი - 24 ქულა მოაგროვა (7/3 სამიანი, 10/5 ორიანი, 5/3 საჯარიმო, 8 მოხსნა, 4 დაფარება).
ვილი კატალონიურ კლუბში გასულ იანვარს გადავიდა ესპანურივე „კასერესიდან.“ გუნდის გამოცვლის მთავარი მიზეზი სათამაშო დროის სიმცირე გახლდათ, რომელიც ვილის „მოლეში“ გაცილებით მეტი ექნება. ამას მოცემული მატჩიც ადასტურებს.