ჭადრაკი

11:50 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი ისევ ერთპიროვნული ლიდერია

ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა მე-80 ჩემპიონატზე, ბელა ხოტენაშვილი ერთპიროვნული ლიდერის სტატუსს ინარჩუნებს,. მის აქტივში 7 ტურის შემდეგ 6 გამარჯვება და მხოლოდ ერთი ყაიმით დასრულებული შეხვედრაა.

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ლელა ჯავახიშვილი, რომელმაც გუშინ პრინციპული გამარჯვება მოიპოვა ნინო ბაციაშვილთან დაპირისპირებაში.

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:

  1. ბელა ხოტენაშვილი(2485) – 6,5 ქულა;
  2. ლელა ჯავახიშვილი(2440) - 6 ქულა;
  3. მერი არაბიძე (2427) - 5 ქულა;
  4. ნინო ბაციაშვილი (2493) – 5 ქულა;
  5. ელენე წოწონავა (1955) – 3,5 ქულა;
  6. ნია დონღვანი (2030) – 2,5 ქულა;
  7. თამარ ესაძე (1981) – 2,5 ქულა;
  8. ანასტასია კირთაძე (2002) - 2 ქულა;
  9. ლულუ დიასამიძე (1541) – 1 ქულა;
  10. მარიამ ცეცხლაძე (1747) - 1 ქულა;

მეშვიდე ტურის შედეგები:

მერი არაბიძე 1 : 0 ლულუ დიასამიძე

მარიამ ცეცხლაძე 1 : 0 ანასტასია კირთაძე

ნია დონღვანი 0 : 1 ბელა ხოტენაშვილი

ლელა ჯავახიშვილი 1 : 0 ნინო ბაციაშვილი

თამარ ესაძე ½ : ½ ელენე წოწონავა

მერვე ტურში შეხვდებიან:

ლულუ დიასამიძე - ელენე წოწონავა

ნინო ბაციაშვილი - თამარ ესაძე

ბელა ხოტენაშვილი - ლელა ჯავახიშვილი

ანასტასია კირთაძე - ნია დონღვანი

მერი არაბიძე - მარიამ ცეცხლაძე

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს, ასევე პირველ სამეულში გასული მოჭადრაკეები ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდებიან.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი

0.119637