„ნაპოლის“ ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი სიმეონე, ვიქტორ ოსიმენი, პიერლუიჯი გოლინი, ჯოვანი დი ლორენცო და ჯაკომო რასპადორი ალესანდრო სიანის ფილმის პრეზენტაციას დაესწრნენ.
„აძურის“ მოთამაშეებს ერთნაირი შეკითხვა დაუსვეს, რას ნიშნავს მათთვის ნეაპოლი: კვარაცხელიამ კი უპასუხა: „ნეაპოლი ულამაზესი ქალაქია. არასდროს მინახავს ადგილი, სადაც ფეხბურთით ისე ცხოვრობენ, როგორც აქ, ნეაპოლში. მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის“.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა, უშუალოდ სერია A-ში კი 18 თამაშში 9 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. „ნაპოლი“ სერია A-ს 59 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 17 თებერვალს, „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.