ფეხბურთი

0:50 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" ედინსონ კავანი გამოაკლდა

„ვალენსიას“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი სავარაუდოდ ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

35 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი ლა ლიგის ბოლო ტურში „ბილბაოსთან“ მატჩში დაშავდა და პირველივე ტაიმში შეცვალეს. ჯერჯერობით, სამედიცინო გამოკვლევის საბოლოო შედეგები ცნობილი არაა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ბარძაყის დაზიანების გამო კავანი 3-4 კვირას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17-ჯერ ითამაშა და 7 გოლის გატანა მოახერხა. „ვალენსია“, რომელიც გასავარდნ ზონაშია, უახლოეს მატჩს სტუმრად კონკურენტ „ხეტაფესთან“ გამართავს.

0.105761