ავტოსპორტი

0:32 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენმა“ ახალი სარბოლო ავტომობილი გაგვაცნო

ფორმულა 1-ის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა „მაკლარენმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, MCL60 წარმოგვიდგინა, რომლითაც მისი პილოტები, ბრიტანელი ლანდო ნორისი და ახალბედა ავსტრალიელი ოსკარ პიასტრი 2023 წლის სეზონში იასპარეზებენ.

ავტომობილი ისევ „მერსედესის“ ძრავით არის აღჭურვილი და ძველებურად, ფორთოხლისფერ და ლურჯ ფერებშია გამოწყობილი. გუნდს ახალი სპონსორები და პარტნიორები ჰყავს. რაც მთავარია, უოკინგელთა ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ გუნდი ფინანსურად უზრუნველყოფილია.

„მაკლარენმა“ გასული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა, ახალ სეზონში კი ტოპ ოთხეულში დაბრუნებას გეგმავს. ახალი შეფი ანდრეა სტელა იქადნის, რომ გუნდს ეს რეალურად ხელეწიფება. ამისთვის, ინჟინრებმა დიდი სამუშაო შეასრულეს. ოღონდ, ოთხეულში დაბრუნება თანდათან, სეზონის განმავლობაში მოხდება.

„თუ სიტუაციას რეალურად შევხედავთ, ჩვენ ჯერ მხოლოდ მეოთხე გუნდად ჩამოყალიბებას თუ შევძლებთ. ახლო მომავლისთვის ეს სრულიად რეალისტური მიზანია“, - ამბობს სტელა.

დაბოლოს, ავტომობილის სახელში რიცხვი 60, კომპანიის დაარსებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146301