ფეხბურთი

21:30 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია Goal-ის ვერსიით "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა შორის ათეულშია

ცნობილი გამოცემა Goal.com-ი პერიოდულად 2023 წლის ოქროს ბურთის ნომინანტთა სიას ანახლებს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია უკვე მერვე ადგილზეა!

რა თქმა უნდა, საბოლოოდ, გამოკითხვაზე არ იმოქმედებს, მაგრამ Goal-ი თავის პროგნოზს შედეგებიდან გამომდინარე აკეთებს და ვარაუდობს, რომ ამ წუთისთვის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში 22 წლის ქართველი მერვე პოზიციას იმსახურებს!

„მიმდინარე სეზონში ევროპული ფეხბურთის გამორჩეულ ვარსკვლავს ტემპის შენელების არაფერი ეტყობა, „ნაპოლიც“ სერია A-ს ჩემპიონობისკენ სწრაფ სვლას აგრძელებს. ადამიანი, რომელსაც ნეაპოლში „კვარადონას“ ეძახიან, შესაძლოა ჯერ კიდევ არ იყოს არგენტინელის დონეზე, მაგრამ მისი გმირობა ამ სეზონში ნიშნავს, რომ ის იმსახურებს ისე მოხსენიებას, როგორც მარადონა, ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ იტალიაში“, - წერს გამოცემა.

Goal.com-ის ვერსიით, საუკეთესო ათეული ასეთია:

1. ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა)

2. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)

3. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)

4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი)

5. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია)

6. მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი, ინგლისი)

7. ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)

8. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო)

9. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, ნიგერია)

10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, გერმანია)

ათეულს მიღმა ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიც ბუკაიო საკა, ჯუდ ბელინგემი, კევინ დე ბრუინი და სხვები არიან.

0.060193