„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლს „კრემონეზეს“ წინააღმდეგ ცნობილი გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი გამოეხმაურა, რომელმაც არა უშუალოდ გოლი, არამედ შეტევის დაწყებამდე ხვიჩას მოქმედება გამოარჩია.
„დიდი ფეხბურთელების ყველაზე ლამაზი მოქმედებები ფეხებამდე თავში იბადება. გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას ყველაზე ლამაზი ჟესტი იყო არა კარისკენ მოძრაობა და დარტყმა, რომლითაც მან ანგარიში გახსნა, არამედ ბურთი კუთხურზე რომ არ გადაუშვა და მეტოქეს შეუტია. ნებისყოფაში, რომლითაც ის ბურთს მისდევს, სანამ მოედნის ფარგლებს დატოვებდა, დევს თამაშის და მისგან სიამოვნების მიღების სურვილი“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა, უშუალოდ სერია A-ში კი 18 თამაშში 9 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. „ნაპოლი“ სერია A-ს 59 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 17 თებერვალს, „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.