ფეხბურთი

16:55 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგო ბენტანკურისთვის სეზონი დასრულებულია

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა, როდრიგო ბენტანკურმა „ლესტერთან“ მატჩში დაზიანება მიიღო და როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, მისთვის სეზონი დასრულდა.



ურუგვაელმა 25 წლის ნახევარმცველმა თავისი გუნდი მე-14 წუთზე დააწინაურა, თუმცა მეორე ტაიმში დაზიანება მიიღო და ის 65-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, ბენტანკურმა მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა:

„რეაბილიტაციის დაწყებამდე მას ჩვენი სამედიცინო პერსონალი ოპერაციას ჩაუტარეს. ჩვენ შენს გვერდით ვართ, როდრიგო“ - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ბენტანკურმა მიმდინარე სეზონში „დეზების“ შემადგენლობაში, პრემიერლიგაში, 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.

„ტოტენჰემი“ 39 ქულით მე-5 პოზიციას უკავებს ცხრილში. მომდევნო მატჩს ისინი ჩემპიონთა ლიგაზე „მილანის“ წინააღმდეგ სამშაბათს, 23:55 საათზე ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104717