„ნაპოლიმ“ „კრემონეზეზე“ შური იძია, ამის მთავარი შემოქმედი კი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელზე საუბარიც იტალიაში არ წყდება.
შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ქართველმა 21-ე წუთზე მოახერხა მარცხენა ფლანგზე ბურთის მიღება, მეტოქის ჩამოშორება და შესანიშნავი გოლის გატანა. სწორედ ამ მომენტმა დააწერინა Gazzetta dello Sport-ს საინტერესო და სასიამოვნო სიტყვები:
„კვარაცხელია ისეთივე ვარსკვლავია, როგორც მესი და ნეიმარი. დე ლაურენტისი ტკბება მისი ახალი ვარსკვლავით, კლუბის მენეჯერული და ტექნიკური შტაბის უახლესი გენიალური ინტუიციით.“ - წერია დღევანდელ ნომერში.
სერია A-ს გასულ მატჩში, „ნაპოლიმ“ „კრემონეზე“ 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი თავი გოლით კვლავ გამოიჩინა. მის ანგარიშზე უკვე სერია A-ში 9 გატანილი გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.