თურქეთში მომხდარ საზარელ მიწისძვრას ეროვნული ნაკრების კალათბურთელი, ნილაი აიდოღანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
30 წლის კალათბურთელი მალათიაში ბებიასთან სტუმრად იყო ჩასული, რა დროსაც კატასტროფა მოხდა და ახალგაზრდა კალათბურთელმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა.
ტრაგედიის შესახებ განცხადება თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა. ის ბოლოს ჩანკაიას უნივერსიტეტის კლუბში თამაშობდა.
თურქეთში მომხდარ საზარელ მიწისწვრას უკვე დაახლოებით 35 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კალათბურთის გარდა რამდენიმე მოჭიდავის გარდაცვალებაც დადასტურა, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფეხბურთელს, კრისტიან ატსუს კი კვლავ ვერ პოულობენ.







