ფეხბურთი

3:49 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მედია კვარაცხელიაზე: "ფენომენია - შეფასება დამატებითი სიტყვების გარეშე აქ შეიძლება დასრულდეს"

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და „კრემონეზესთან“ შესანიშნავი გოლი გაიტანა. 22 წლის შემტევის თამაში იტალიურმა მედიამ შემდეგნაირად შეაფასა:

Eurosport: „გამოიგონა გოლი, რომელმაც მატჩის ბედი შეცვალა. კიდევ ერთხელ ფენომენალური იყო“.

Goal: „22 წლის იუბილე 50 ათასი ადამიანის წინაშე იზეიმა. რთული მატჩი გახსნა, „ნაპოლის“ სერია A-ში მე-18 გამარჯვებისკენ გაუძღვა“.

Calcionapoli 24: „ერთი ბურთიც კმარა, რომ გოლი გაიტანოს და დადების დღე საუკეთესოდ აღნიშნოს. ბევრი მის ადგილას იმ მომენტში კუთხურს ან მაქსიმუმ ჩაწოდებას დასჯერდებოდა. თავით დუბლის შესრულებასთან ახლოს იყო“.

Calciomercato.it: „თავიდანვე ცხადყო, რომ დაბადების დღეს საკუთარ სახლში აღნიშნავდა. ტექნიკის და ეშმაკობის გოლი, რომელმაც მატჩი გახსნა. უფრო გადამწყვეტი, სულ უფრო შეუჩერებელი“.

Correire Dello Sport: „მარჯვნივ დაელოდები, მარცხნივ წავა, მარცხნივ დაელოდები - მარჯვნივ. სერნიკოლა ალბათ ვიდეოზე ნელი მოძრაობით უყურებს გოლის მომენტს, რათა გაიგოს რა ჯანდაბა გაუკეთა მეტოქემ ისეთი, რომ ასე ადვილად მოატყუა. კვარა გილოცავთ დაბადების დღეს, მაგრამ „კრემონეზეს“ ფეხბურთელები წვეულებაზე დაპატიჟებულნი არ არიან“.

Tuttomercatoweb: „ფენომენი. შეფასება აქაც შეიძლება დასრულდეს დამატებითი სიტყვების გარეშე. ის არ არის 10 ნომერი, ის არის ფეხბურთელი, რომელიც თითქოს 20 წლით შორდება თანამედროვე ფეხბურთელის პროტოტიპს, პრაქტიკულად სხვა სპორტიდანაა“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა, უშუალოდ სერია A-ში კი 18 თამაშში 9 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. „ნაპოლი“ სერია A-ს 59 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 17 თებერვალს, „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.116747