ფეხბურთი

3:12 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "გვიხარია, რომ კვარაცხელია ასე თამაშობს და ამ ყველაფერს იმსახურებს"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „კრემონეზესთან“ მატჩის (3:0) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მას ჰკითხეს, რომელ საათზე მიულოცა კვარას დაბადების დღე, რაზეც იტალიელმა მცველმა შემდეგნაირად უპასუხა:

„პირველი მე არ ვიყავი, ვინც მიულოცა, მაგრამ დღეს დილით ადრე ავდექი და მივულოცე. ბედნიერები ვართ იმით, რასაც მოედანზე აკეთებს. ის არის ბიჭი, რომელიც იმსახურებს ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ ასე გააგრძელებს“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა, უშუალოდ სერია A-ში კი 18 თამაშში 9 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. „ნაპოლი“ სერია A-ს 59 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 17 თებერვალს, „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.114737