კალათბურთი

1:49 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტენერიფემ" საკონინენტთაშორისო თასი მოიგო, შერმადინმა თასი საქართველოს დროშით აღმართა

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ საკონინენტთაშორისო თასი მოიგო. ესპანურმა კლუბმა ფინალში ბრაზილიური „სან პაულო“ როგორც მოსალოდნელი იყო, ადვილად, 89:68 დაამარცხა.

კანარიელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობეს და ბუნებრივია, რომ საბოლოო გამარჯვებაც დიდ სირთულეებთან დაკავშირებული არ ყოფილა.

გიორგი შერმადინმა 19:36 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 12 ქულა და 6 მოხსნა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ამრიგად, „ტენერიფემ“ მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა. მანამდე ესპანელებმა ნახევარფინალში ტუნისური მეტოქე 70 ქულის სხვაობით გაანადგურეს.

0.120281