ავტოსპორტი

21:50 | 12.02.2023 | ნანახია 0 - ჯერ

„მერსედესმა“ ძრავის სიმძლავრე გაზარდა

არაოფიციალური ინფორმაციით, რომელიც იტალიურმა ინტერნეტ გამოცემა „ფორმულ1ა.უნო-მ“ გაავრცელა, „მერსედესმა“ ახალი სეზონის წინ, საკუთარი ძრავის სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაზარდა.

იმ დროს, როდესაც სიმძლავრის გაზრდის მოტივით, ძრავების სრულყოფა წესებით არაა დაშვებული, მწარმოებლებს აქვთ იმის უფლება, რომ ძალური დანადგარის გამძლეობისთვის, მასზე სამუშაოები ჩაატარონ. და თუ მიზანს აღწევენ, ეს მათ ძრავის პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

„ფორმულ1ა.უნო“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ასევე გვამცნობს, W14-ს გაფორმება პრაქტიკულად არ შეიცვლება. თუმცა, მასზე გაიზრდება იმ ნაწილების რიცხვი, რომლებიც არ შეიღებება. ეს წონის შემცირების საბაბით კეთდება.

გამოცემა ასევე იტყობინება, რომ ავტომობილს კვლავაც რადიატორის მინიმალისტური კონსტრუქცია აქვს. ამ ინოვაციამ გასულ სეზონში გუნდს რაიმე უპირატესობა ვერ მისცა, მაგრამ გუნდის შეფ ტოტო ვოლფს არაერთხელ უთქვამს, რომ ასეთი კონსტრუქცია არ იყო W13-ის პრობლემების მიზეზი.

დაკიდევ, „ფორმულ1ა.უნო“ ირწმუნება, რომ გუნდ ახალი მანქანის მომზადების გრაფიკს ჩამორჩა და ამის გამო, ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ზეგანაკვეთური მუშაობა სთხოვა. ამის მიზეზი ისაა, რომ მანქანას არაერთი ახალი დეტალი აქვს, რომელთა წარმოების აწყობაც დაგვიანდა.

0.067525