სოფიაში დასრულდა ევროპის ღია პირველობა ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
გიორგი ჯაბნიაშვილი (-81კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100კგ) სოფიაში ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულები გახდნენ. მიხეილ ჯაფარიძემ (-100კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. შეჯიბრების პირველ დღეს ოქროს მედალი კოტე კაპანაძემ (-73კგ) მოიპოვა.