საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თურქულ შეკრებაზე ისაუბრა, რომელიც დედაქალაქურმა კლუბმა დაასრულა.
„დინამომ“ თურქეთში 8 ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო, ორჯერ ფრე ითამაშა და ოთხჯერ დამარცხდა. ჭიაბრიშვილის განცხადებით, შეკრებაზე მთავარი არა შედეგი, არამედ მომზადება იყო, რითაც კმაყოფილია.
„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების მონდომებით, როგორც თამაშებზე, ისე ვარჯიშებზე. ვფიქრობ, კარგ კონდიციებში ვართ. ჩემი აზრით, სპარინგებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოვცადეთ, რაც იყო კიდეც ჩემი მიზანი და მათ თავი კარგ დონეზე წარმოაჩინეს. რა თქმა უნდა იყო სპარინგები, რომელშიც მეტოქეებმა ძალიან გვაჯობეს, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. ეს მატჩები აუცილებლად წაგვადგება. ძლიერი მეტოქეები გვყავდა და მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო. დანარჩენს საქართველოს ჩემპიონატი გამოაჩენს. ვფიქრობ, წელს კარგი, დაბალანსებული და კარგად მომზადებული გუნდი გვეყოლება. ყველა გუნდში, სადაც მიმუშავია, შეკრებაზე მიმყავს ფეხბურთელები, ვისაც ვენდობი, ვინც მინდა, რომ ვათამაშო. შეკრებაზე არ მაქვს მიზანი მოგება ან წაგება, მთავარია ფეხბურთელის განვითარება. ყველას დრო თანაბრად გავუნაწილეთ. შედეგი მთავარი იქნება ჩემპიონატში, სადაც ამდენი როტაცია არ იქნება და ისინი ითამაშებენ, ვინც უფრო მზად იქნებიან. სეზონის განმავლობაში კი თავის გამოჩენის შანსს ყველა მიიღებს.
მარცხენა მცველს ვეძებთ. დავით კობოურის გარდა, რამდენიმე ფეხბურთელი გამოვცადეთ ამ პოზიციაზე, რომლებსაც პოზიცია შევუცვალეთ. თუმცა ცხადია, გვჭირდება ერთი ფეხბურთელი ამ პოზიციაზე. იყო მოლაპარაკებები, არის კონტურები, მაგრამ რთულია ამ პოზიციაზე ფეხბურთელის შერჩევა. ვინც ვნახე არ მომეწონა, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში ერთი მარცხენა მცველი საკმარისი არ არის, შეიძლება იყოს ტრავმები ან ფეხბურთელს დასვენება სჭირდებოდეს, ამიტომ, მეორე ფეხბურთელი საჭიროა. გარდა ამისა, გაძლიერებაზე კიდევ ვფიქრობთ და ტრანსფერებს ჯერ არ მოვრჩენილვართ“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.
შეგახსენებთ, „დინამო თბილისი“ საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის პირველ ტურში 25 თებერვალს, სტუმრად გორის „დილას“ დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნაზარი არაა, დონ დიეგო!
არგენტინაში მესი არ ევასებათ
ფალოსებს ხატავენ მის ქანდაკებაზე
ფაქტია,რომ ჯინობილის და მარადონა არგენტინელი ხალხისთვის უფრო მაღლა დგას,თან გაცილებით
ნესვი მაინც კატალონიასთან ასოცირდება
არგენტინა არაა მისი სახლი.მითუმეტეს ნაკრების კაპიტნის ირგვლივ ამდენი ცუდი ხმა რომ დადის,ეგ გუნდი ვერაფერს მოიგებს.ხალხი ყველაფერს ხედავს
მესი ამსაიტზე გააღმერთეს თორეეე..არგენტინაში კარგად იციან რა შუშუცაა

ისე კერპთაყვანისცემლობა დიდი ცოდვაა
აქ მყოფმა ზოგიერთებმაც ვიცით რა სი**კოც არის მესი :დ
ახა ხაა... ა კიდო აგერ ერთი იუმორისტული სტატია
6 ოქროს ბურთი რომ აწერია ერთი კაცის გამო ეროვნება არგენტინელს ეგ არაა ქვეყნის სახელი?მესის გარდა არცერთი არგენტინელის სახელი არ წერია ოქროს ბურთის გამარჯვებულების სიაში.მართალია გასაგები მიზეზების გამო(დისტეფანო ესპანელად ჩათვალეს შეიცვალა მოქალაქეობაც და ნაკრებიც და მიტომ მიცეს და ესპანეთს აწერია დისტეფანოს 2 ოქროს ბურთი თორემ არაევროპელად რომ ჩაეთვალად არ მიცემდნენ,მარადონას კი მოქალაქეობა და ნაკრები არ შეუცვლია და რადგან არაევროპელი იყო არ მიცეს 2 ოქროს ბურთი)მაგრამ მაინც ფაქტი არის ის რომ ერთადერთი არგენტინელი ფეხბურთელი ვისაც ოქროს ბურთი აქვს მოგებული და მის გასწვრივ არგენტინის დროშაა მითითებული არის მესი.თან 6 მოიგო როცა სხვა არგენტინელს ერთი ოქროს ბურთიც არ აქვს მოტანილი ქვეყნისთვის
გადაგიარა უკვე მრისხანება მესიმ რო წაგაგებინა დიდი თანხა :დ ახლა მზე და მთვარე ამოგდის ისევ :დ მასე იცის ფანატიზმმა :დ
6 ოქროს ბურთი რო აქვს ფეხბურთელს მოგებული, იდეაში და ლოგიკურადაც ხო უნდა ჰქონდეს მსოფლიო მოგებული :დ და მაინც კიდევ იმასთან მივყავართ ამ ყველაფერს არავინ ჰყავს ნაკრებშიო და კითხვა ბუნებრივად მოდის თუ ვინმეს დახმარება სჭირდება და მარტო არ შეუძლია მოაგებინოს არგენრინას მაშინ ის 6 ოქროს ბურთი როგორ აიღო, ინდივიდუალურობის ხარჯზე აძლევენ ხო და არა გუნდურობის გამო ვინ ჰყავს გუნდში და როგორ უწყობენ ხელს :დ
სიტყვაზე ფაკუნდო კამპასომ რომ მოაგებინოს არგენტინას ოლიმპიადა მესი-მარადონაზე დიდი არგენტინელი სპორტსმენი იქნება?დაახლოებით ასეთი სისულელეა ჯინობილის მარადონაზე და მითუმეტეს მესიზე წინ დაყენება ზოგადად სპორტსმენების სიაში
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მარტო ნაკრებს რაც გაუკეთა ეგ არაა მთავარი,ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით რას წარმოადგენს თავის სპორტში კონკრეტული მოთამაშე ეგაა მნიშვნელოვანი როცა ზოგადად კონკრეტული ეროვნების ყველადროის საუკეთესო სპორტსმენზე გვაქვს საუბარი.კი ბატონო კონკრეტულად ნაკრებისთვის ჯინობილიმ რაც გააკეთა მესი-მარადონას ჯამში არ გაუკეთებიათ იმდენი მაგრამ ზოგადად კალათბურთში მანუს მნიშვნელობა ახლოსაც ვერ მივა ზოგადად ფეხბურთში მარადონას და მითუმეტეს მესის მნიშვნელობასთან
+
ყველაზე დიდი არგენტინელი სპორტსმენი არის ულაპარაკოდ მესი.ის სახელი რაც მესიმ დატოვა ფეხბურთში აქამდე არავის არ დაუტოვებია და წარმოუდგენელიც კი არის მომავალშიც რომ ვინმემ დატოვოს.სხვა სპორტში მესის მსგავსი სახელი დატოვა ჯორდანმა კალათბურთში(უფრო მეტი სახელიც კი დატოვა ჯორდანმა ვიდრე მესიმ).მოკლედ ჯორდანი და მესი არიან ორი ყველაზე დიდი სპორტსმენი გუნდური სათამაშო სპორტის ისტორიაში.რადგან ჯორდანი ამერიკელია და მესი არგენტინელი,შესაბამისად საუკეთესო არგენტინელი სპორტსმენი ვინაა ეგ კითხვა საერთოდ აღარც უნდა დაისვას
მიუხედავად იმისა რომ მანუ მართლა ძაან მაგარი კალათბურთელი იყო და არგენტინის ნაკრებისთვის იმდენად წარმოუდგენელი რამ გააკეთა მესი-მარადონა უბრალოდ ვერც გააკეთებდნენ მაგას ვერასდროს გამომდინარე ფეხბურთ-კალათბურთის სხვაობიდან(ამერიკა როგორი ძლიერიცაა კალათბურთში ყველაზე და მათ შორის არგენტინაზეც,ისე არგენტინაზე ძლიერი ფეხბურთში ვერავინ ვერ იქნება ვერასდროს)მაინც არ მიმაჩნია მართებულად ჯინობილის ყველადროის საუკეთესო არგენტინელ სპორტსმენად დასახელება.მიზეზი მარტივია,მანუ არასდროს არ ყოფილა რეალურად მსოფლიოს 10 საუკეთესო კალათბურთელს შორისაც კი საუკეთესოობაზე ლაპარაკიც არაა,მესი და მარადონა კი თავიანთ ეპოქაში ულაპარაკოდ საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ.სხვა ქვეყნისთვის თავისუფლად შეიძლება იყოს მანუ ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენი მაგრამ ქვეყანას რომელსაც მესი-მარადონა ყავს(რეალურად ორი ყველაზე დიდი ფეხბურთელი ზოგადად ფეხბურთის ისტორიაში)იქ ჯინობილი ვერ იქნება საუკეთესო რაც არ უნდა სასწაული გაეკეთებინა ქვეყნისთვის იმიტომ რომ მანუ ზოგადად კალათბურთის ისტორიაში შეიძლება 100 მოთამაშეშიც არ შედიოდეს.მესი არის არგენტინის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენი,ყველაზე დიდი სახელი მესიმ დატოვა ზოგადად ფეხბურთში არგენტინელებს რომ შევეშვათ