ფეხბურთი

17:09 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

Bein Sports-ის კომენტატორებმა უკრაინელ მალინოვსკის რუსი ფეხბურთელი უწოდეს

მარსელის „ოლიმპიკის“ ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი, რომელიც უკრაინელი, „კლერმონთან“ მატჩში Bein Sports-ის კომენტატორებმა რუს ფეხბურთელად მოიხსენიეს.

თამაშის განმავლობაში რეპორტაჟზე მომუშავე ორი კომენტატორი მალინოვსკის სისტემატურად უწოდებდა „რუს ფეხბურთელს“. ერთ-ერთ მომენტში კი უკრაინელმა ჯარიმა ძალიან არაზუსტად დაარტყა და კომენტატორმა თქვა: „მან ბურთი პირდაპირ მოსკოვში გაგზავნა“.

ცხადია, ამან სკანდალი გამოიწვია, მაგრამ ტელეკომპანიას ბოდიში არ მოუხდია. მალინოვსკიმ კი სოციალურ ქსელში იკითხა, ვინ იყვნენ თამაშის კომენტატორები...

აქვე გეტყვით, რომ „მარსელმა“ „კლერმონი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო მალინოვსკი „მარსელს“ იანვარში „ატალანტადან“ შეუერთდა.

0.112975