ფეხბურთი

16:38 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" იურგენ კლოპი დაუკავშირეს

მადრიდის „რეალს“ „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დაუკავშირეს. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.

El Nacional-ის ცნობით, ფლორენტინო პერესი ზაფხულში კარლო ანჩელოტის ნაცვლად გერმანელი სპეციალისტის მიწვევას განიხილავს. ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ანჩელოტის „რეალიდან“ შესაძლო გაშვების შესახებ. ამასთან, ისიც ცნობილია, რომ იტალიელს ბრაზილიის ნაკრებში იწვევენ.

თავის მხრივ, კლოპს „ლივერპულში“ პრობლემები აქვს, რადგან მერსისაიდულ გრანდს გერმანელის ეპოქაში ყველაზე წარუმატებელი სეზონი აქვს, რის გამოც მისი ინგლისური კლუბიდან წასვლა გამორიცხული სულაც არაა.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი „ლივერპულს“ 2015 წლის ოქტომბრიდან ავარჯიშებს, მანამდე კი „მაინცისა“ და „დორტმუნდის“ თავკაცი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109884