„დინამო ბათუმმა“ 21 წლის უკრაინელი ფეხბურთელის ივან ლიტვინენკოს ტრანსფერო ოფიციალურად დაადასტურა.
ახალგაზრდა საყრდენ ნახევარმცველთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ივან ლიტვინენკო ოდესის „ჩერნომორეცში“ თამაშობდა, კარიერა „დნიპრო 1-ში“ დაიწყო, გარდა ამისა, უკრაინის 21-წლამდე ნაკრებში ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული.