სხვა

15:39 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქალთა დაშვების სენსაციური ჩემპიონი

შვეიცარიელმა აუტსაიდერმა ჟასმინ ფლურიმ, საფრანგეთში მიმდინარე სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქალთა დაშვების რბოლაში, სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები შესაბამისად, ავსტრიელმა ნინა ორტლიბმა და შვეიცარიელმა კორინ სუტერმა მოიპოვეს.

„ეს საოცარი და არარეალურია. თავი ჯერ ისევ სიზმარში მგონია. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. კორინთან ერთად კვარცხლბეკზე ვდგავარ. ამ გამარჯვებას არ ველოდი, ნამდვილად სიზმარში ვარ“, - განაცხადა 29 წლის ფლურიმ, ვისაც მსოფლიო თასზე აქამდ მხოლოდ ერთი რბოლა (სუპერ-გიგანტი) აქვს მოგებული და ისიც 2017 წელს (სენ მორიცში).

ფლური ტრასაზე მეორეგავიდა და მისი დრო (1 წუთი და 28.03 წამი), ბოლომდე საუკეთესოდ დარჩა. ყველაზე მეტად მას ორტლიბი მიუახლოვდა, ვისაც ჩემპიონბამდე 0.04 წამი დააკლდა. სუტერი კი, ვინც რბოლაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში გამოვიდა და ასევე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, თანამემამულეს 0.12 წამით ჩამორჩა.

აღსანშნვი, რომ ორტლიბის მამა პატრიკ ორტლიბს, 1996 წელს დაშვებაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული. 1992 წელს კი ვალ დ’იზერში ოლიმპიური ოქროს მედალს დაეუფლა.

ორტლიბმა განაცხადა, რომ ორი წლის წინათ, მძიმე ტრავმების მიღების შემდეგ, ვარჯიშებზე თავს არ ზოგავდა და ეს ვერცხლის მედალი, მისი გარჯის შესაფერისი ჯილდოა. ის იმედოვნებს, რომ შემდგომ მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოქროს მედლის მოპოვებასაც შეძლებს.

კვარცხლბეკის მიღმა დარჩა ფავორიტი, ოლიმპიური ვერცხლის და ოქროს მფლობელი და მიმდინარე მსოფლიო თასის ლიდერი, იტალიელი სოფია გოჯა. მან ტრასის ქვედა ნაწილში შეცდომა დაუშვა, რამაც მისი შედეგი გააუარესა. და საუკეთესო დრო რომც ჰქონოდა, ჩემპიონ ვერ გახდებოდა, რადგან კარის გავლა არ დაუფიქსირდა და ამის გამო, მისი შედეგი გააუქმეს.

0.134635