ავსტრალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში ბექა მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეტსმა“ „მელბურნი“ 2:1 დაამარცხა, რაშიც ქართველი ფეხბურთელის დიდი წვლილია, რადგან გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.
მან ანგარიში 37-ე წუთზე პენალტით გახსნა, ხოლო 58-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა, როცა კოსტა გროზოსმა გამარჯვების გოლი გაიტანა. 25 წლის ქართველ თავდამსხმელს ავსტრალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.
მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბექა დარცმელია თამაშში გამარჯვების გოლის ავტორის ნაცვლად 78-ე წუთზე ჩაერთო.
„ნიუკასლ ჯეტსი“ 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 თებერვალს, ბაჩანა არაბულის „მაკარტურს“ სტუმრად დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია