კილიან მბაპეს თამაში მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამოირიცხა. ინფორმაცია „პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ „მონაკოსთან“ მატჩის (1:3) შემდეგ დაადასტურა.
„კილიან მბაპე „ბაიერნთან“ ვერ ითამაშებს. რეაბილიტაციის პროტოკოლს იცავს, მას კუნთის სერიოზული ტრავმა აქვს, ფეხბურთელის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა მატჩებიც გვექნება და რისკზე არ წავალთ. ვიმედოვნებ, რომ ვერატი და მესი „ბაიერნთან“ დაგვიბრუნდებიან.
რთული პერიოდია ყველასთვის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის. სამშაბათს დიდი მატჩი გვაქვს და უნდა ვიპოვოთ ძალა, თავდაჯერებულობა“, - თქვა გალტიემ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ბაიერნის“ მატჩი 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.