ფეხბურთი

11:20 | 12.02.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ანჩელოტი: "ვალვერდეს მადლობელი ვარ, რომ კარიერა არ დამასრულებინა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ალ ჰილალთან“ გამარჯვების (5:3) და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მან მადლობა გადაუხადა ფედერიკო ვალვერდეს, რომელმაც გოლი გაიტანა. საქმე ისაა, რომ სეზონის წინ ანჩელოტიმ თქვა: „თუ ამ სეზონში ვალვერდე 10 გოლს არ გაიტანს, სამწვრთნელო ლიცენზიას დავხევ“. ურუგვაელი ფეხბურთელისთვის „ალ ჰილალთან“ გოლი სეზონში მეათე იყო.

„მატჩიდან მატჩამდე ვუმჯობესდებით, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა გვახსოვდეს, ზუსტად რა შეცდომები დავუშვით წინა მატჩებში. ვალვერდეს მადლობელი ვარ, რადგან კარიერის დასრულების საშუალება არ მომცა. მას ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ახლა ბევრ ვარიანტს გვთავაზობს და მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია.

მიხარია, რომ ფეხბურთი სხვადასხვა ქვეყნებში უმჯობესდება. ევროპული ფეხბურთი კვლავ საუკეთესოა, მაგრამ დანარჩენი სამყაროც სწრაფად პროგრესირებს“, - თქვა ანჩელოტიმ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:13 | 03.09.2018
zviadi-shxefi (6306)

მეტი მეწერა მაგრამ შალკემ გამისხა

10:17 | 03.09.2018
mjgiri (8951)

ხოდა გამიფუჭა ექსპრესი

10:10 | 03.09.2018
temo11 (1791)

ტოტენჰემის გუნდობას ...

01:02 | 03.09.2018
nugo-cule (213)

კარგია მოგება და ასე უნდა გავაგძელოთ მოგებები ლივერპულამდე ყველა მოსაგებია, და თან ლივერპულს ისეთი რთული კალენდარი აქვს შეილება მისი სახლში დამარცხება

0.064959