ფეხბურთი

22:50 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ფიფამ თამამი ექსპერიმენტი ჩაატარა

წლეულს იანვარში, ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს სხდომაზე, ექსპერტებმა განიხილეს, თუ როგორ გახადონ ფეხბურთი უფრო სამართლიანი და გასაგები.

ერთ-ერთი გადაწყვეტილება VAR-ის სისტემას ეხებოდა. ინოვაცია მაროკოში გამართულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამოსცადეს. თუ ფიფა ექსპერიმენტით დაკმაყოფილდა, ის 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზეც გაგრძელდება, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.


რას ნიშნავს ეს? ვიდეო ასისტენტის გადაწყვეტილებას სტადიონზე მყოფ მაყურებელს მიკროფონით გამოუცხადებენ და განუმარტავენ რატომ მიიღეს ის. იგივე მოხდება პირდაპირი ტელეტრანსლაციების დროს.

მაგალითად, წინა დღეს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, „ალ-აჰლი“-„რეალის“ მატჩში (1:4), მსაჯმა ვიდეოს ნახვის შემდეგ, სტადიონზე დამსწრეებს აუხსნა, თუ რატომ სჯიდა ეგვიპტის ნაკრებს თერთმეტმეტრით, მათ მცველს კი ყვითელი ბარათით.

ასეთი მეთოდი უკვე გამოიყენება სპორტის სხვა სახეობებში. მაგალითად, ამერიკულ NBA-სა და NFL-ში. ფიფა იმედოვნებს, რომ ფეხბურთიც, ტექნოლოგიების ჩარევის შემდეგ, მაყურებლისთვის უფრო გასაგები და სახალისო გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116011