ჭადრაკი

21:50 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი კვლავ ერთპიროვნული ლიდერია

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა მე-80 ჩემპიონატზე, მეხუთე ტურის ყველაზე დაძაბულ შეხვედრაში, შავი ფიგურებით მოთამაშე ბელა ხოტენაშვილმა მერი არაბიძე დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა.

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ:

  1. ბელა ხოტენაშვილი(2485) – 4,5 ქულა;
  2. ნინო ბაციაშვილი (2493) – 4 ქულა;
  3. ლელა ჯავახიშვილი(2440) - 4 ქულა;
  4. მერი არაბიძე (2427) - 3 ქულა;
  5. ელენე წოწონავა (1955) – 3 ქულა;
  6. ნია დონღვანი (2030) – 2,5 ქულა;
  7. ანასტასია კირთაძე (2002) - 2 ქულა;
  8. თამარ ესაძე (1981) – 1,5 ქულა;
  9. ლულუ დიასამიძე (1541) – 0,5 ქულა;

10.მარიამ ცეცხლაძე (1747) - 0 ქულა;

მეხუთე ტურის შედეგები:

ანასტასია კირთაძე 1 : 0 ლულუ დიასამიძე

მერი არაბიძე 0 : 1 ბელა ხოტენაშვილი

მარიამ ცეცხლაძე 0 : 1 ნინო ბაციაშვილი

ნია დონღვანი 0 : 1 ელენე წოწონავა

ლელა ჯავახიშვილი 1 : 0 თამარ ესაძე

მეექვსე ტურში შეხვდებიან:

ლულუ დიასამიძე - თამარ ესაძე

ელენე წოწონავა - ლელა ჯავახიშვილი

ნინო ბაციაშვილი - ნია დონღვანი

ბელა ხოტენაშვილი - მარიამ ცეცხლაძე

ანასტასია კირთაძე - მერი არაბიძე

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს, ასევე პირველ სამეულში გასული მოჭადრაკეები ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდებიან.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103968