პორტუგალიის დედაქალაქში გამართულ წყვილთა ტურნირში ქართველმა ჩოგბურთელმა წარმატებას ესპანელ ლეირე რომერო გორმასთან ერთად მიაღწია.
ქართველისა და ესპანელის წყვილმა ორი ეტაპი წარმატებით გაიარა და 40 000-იანი ტურნირის ფინალში, Complexo de Ténis do Monte Sventino-ს კორტზე პორტუგალიელ მატილდა ჟორჟესა და ხორვატ ტარა ვიურსის წყვილს დაუპირისპირდა.
გორგოძემ და რომერო გორმამ ფინალში მეტოქეები დაძაბულ ბრძოლაში, 3 სეტში, 6:4, 2:6, 11:9 დაამარცხეს და ტიტულს დაეუფლნენ.