პემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში, ლიდერმა, „არსენალმა“ „ბრენტფორდს“ უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს „დასჯერდა“- 1:1.
„მეთოფეები“ მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანეს. 66-ე წუთზე თავი ლეანდრო ტროსარმა გამოიჩინა. ეს ბელგიელის სადებიუტო გოლი გახლდათ „არსენალში.“
თუმცა ლონდონელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. რვა წუთში ანგარიში გათანაბრდა. აივან ტოუნიმ ზუსტად დაარტყა - 1:1.
„არსენალმა“ 51 ქულა მოაგროვა და ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს. 6 პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „სიტის.“ 34-ქულიანი „ბრენტფორდი“ კი მერვე საფეხურზე დგას.