ფეხბურთი

19:13 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ატსუს პარტნიორი დახმარებას ითხოვს

კრისტიან ატსუს პარტნიორი, კლერ რუპიო თურქეთისა და ბრიტანეთის მთავრობებს სთხოვს, რომ იმ ადგილას დახმარება გაგზავნოს, სადაც ფეხბურთელის ბოლო ლოკაცია იყო ცნობილი.



„კლუბმა დაადასტურა, რომ მათ კრისტიანი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 11 საათის შემდეგ, ჩემმა შვილმა გაიგო, რომ მათ ჯერ კიდევ არ იციან მისი ადგილსამყოფელი. ჯერ კიდევ ვლოცულობ და მჯერა, რომ ის ცოცხალია“

„ჰატაისპორის“ გუნდს, თურქეთის და ბრიტანეთის მთავრობებს ვთხოვ ნანგრევების გასაწმენდად ტექნიკა გაგზავნოს, რათა ხალხის და განსაკუთრებით, ჩემი პარტნიორისა და ჩემი შვილის მამის გადარჩენა მოხერხდეს“ - განაცხადა კლერ რუპიომ

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შემდეგ, „ჰატაისპორის“ განელ ფეხბურთელს ჯერ-ჯერობით ვერ პოულობენ. ორი დღის წინ კლუბმა ოფიციალური განცხადებით მიმართა თურქეთის ფედერაციას, რომ მიმდინარე გათამაშებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

0.105097